|
2021-09-21 11:30:14, 560 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფარულ მოსმენებზე რიიგარეშე სხდომა არჩევნების შემდეგ ჩატარდება
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სუს–ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა და მოსმენა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აუცილებლად ჩატარდება. კუჭავა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ინიციატივასთან მიმართებაში, რომ რიგგარეშე სხდომა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდეს, ოპოზიციაში არ არის ერთობა, რადგან წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არც ახლა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით. ფაქტია, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ყველა ვერ მოახერხებს დასწრებას, რადგან წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში გაფანტული არიან რეგიონებში, ეს არის მარტივი პასუხი. ამ საკითხზე სხდომა ჩატარდება აუცილებლად, მოსმენაც იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)