2021-09-20 16:12:49, 473 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი ტყუპები გარდაიცვალნენ
ქუთაისში ახალშობილი, კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ. ტყუპები კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპები რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და მკურნალობის დინამიკაში დამძიმდნენ. ისინი დაბადებისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.
კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა და სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. მანამდე კი კოვიდინფიცირებული ტყუპების დედა გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,