2021-09-19 14:38:14, 691 ნახვა
საზოგადოება
წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს დასაქმების პროგრამები გააცნეს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სააგენტო წარმომადგენლებმა ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით არსებული პროგრამები გააცნეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),