13:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-19 09:49:07, 695 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე სიღნაღშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

ახლადგახსნილ ოფისში,   სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

დღესვე,  სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში   დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. 

სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს  ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics