2021-09-17 16:08:25, 759 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა-აღნიშნულ ინფორმაციას, ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზედამხედველობისა სამსახურისა და შპს ,,ქედის კომუნალურსერვისის“ ორგანიზებით, დაბა ქედაში, დასუფთავების აქცია გაიმართა.
"“მსოფლიო დასუფთავების დღის“ ფარგლებში დაბა ქედაში, მერაბკოსტავასა და 26 მაისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. 2021 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია - ,,ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა“, რათა შეიცვალოს სამყარო."-ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),