|
2021-09-17 15:14:21, 615 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი ჩანაწერებზე - დიპლომატების ფარული მოსმენა ვენის კონვენციის დარღვევაა
საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუმბერტ ქნირში სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას აცხადებს, რომ დიპლომატების ფარული მოსმენა, მაშინაც კი, თუ ეს არ არის მათზე მიმართული, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაა. „დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს არ არის მათზე მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვეის კონვენციის დარღვევას. ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, გამჭვირვალობისა და კონტროლის საკითხები განიხილებოდა ნატოსთან საქართველოს ყოველწლიურ შეხვედრებზე, ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ქნირშმა „ნეტგაზეტისთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში. ცნობისთვის, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში აკრედიტირებული დიპლომტიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)