2021-09-17 13:38:15, 709 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.
მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართულნი.
„ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,