13:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 11:05:56, 459 ნახვა

საზოგადოება
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება. გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაონ, ისინი მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს „ჯეოლაბში“ გაივლიან,  შემდეგ კი ერთი თვე ექნებათ შრიფტების ციფრული ვერსიის შესაქმნელად. მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას „ჯეოლაბი“ სრულად განახორციელებს.

კონკურსი „ქართული ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისის ინიციატივით, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსი „ქართული ა“ ორი ეტაპისგან შედგება: ახალი ქართული შრიფტების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და შემდეგ მათი გაციფრულება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მასში გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს.  მონაწილემ  შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოადგინოს.

პირველად კონკურსი 2017 წელს გაიმართა, ამ დროის განმავლობაში მიღებულია 350-მდე ნამუშევარი, შეიქმნა 30 ახალი შრიფტი, რომელთა ნაწილი უკვე გაციფრულდა, ნაწილზე მუშაობა კი სწორედ ახლა იწყება.  უახლოს მომავალში კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics