04:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 23:14:21, 587 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ უწყების პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო  და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

მათივე ცნობით, 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არაერთი მასშტაბური  პროექტის განხორციელებასა და  ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორის ერთ - ერთი „მობილური იუსტიციის სახლია", რომლის საშუალებითაც ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში, სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ადგილზეა შესაძლებელი. დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა ონლაინ უნივერსიტეტი,  პერსონალური ასისტენტი,  ჯასთ აპი, პრობბოქსი და სხვა.

"თელავის შემდეგ,  სამინისტროს განვითარების 10-წლიან სამოქმედო გეგმას რატი ბრეგაძე ხვალ გურჯაანის იუსტიციის სახლის თნამშრომლებსაც გააცნობს. მოგვიანებით კი, იუსტიციის მინისტრი სიღნაღში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ასევე, კახეთში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ახმეტის იუსტიციის სახლის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულას ჩადებს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ახმეტას იუსტიციის სახლი უახლოეს პერიოდში მოემსახურება."- ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics