14:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 17:12:21, 390 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი შეშელიძის ქუჩის მიმდებარე მეწყრული უბნის გამაგრების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შედეგს გაეცნო

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი  გამაგრდა. პროექტის ფარგლებში,  აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო  ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.

შესრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ეს იყო მეწყერსაშიში ზონა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით, იმ ოჯახებისთვის, ვინც ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, რადგან უკვე დაძრული იყო მიწა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ქვემოთ მომუშავე ადამიანებისთვის და ვინც ამ საავტომობილო გზით სარგებლობს. მიწა, ფაქტობრივად, საავტომობილო გზაზე იყო ჩამოსული. ამ პროექტის შედეგად, რომელიც 21 მილიონი ლარი დაჯდა, საფრთხე მთლიანად არის შეჩერებული. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია წარმოებული. ასევე, დაყენებულია მონიტორინგის სისტემა და კომპანია ვალდებულია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დააკვირდეს ამ ტერიტორიას, რომ რაიმე გადაადგილება არ იყოს. გარდა ამისა, ამ სივრცეში, რაც შეიქმნა, მოეწყობა სპორტული მოედანი, აქაურობა გამწვანდება და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ  აღნიშნული მოედნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ე.წ. ფრანგული კედელი, ხოლო დამეწყრილი ფერდობი ტერასებად დაიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics