2021-09-16 13:07:04, 788 ნახვა
სამართალი
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალდებული ძალადობის ფაქტზეა.
იზორიას საქმე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე იზორიას, გამოძიება ქალის მიმართ ძალადობას და იარაღით მუქარას ედავება, მათ შორის დასტურდება ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ძალადობის ფაქტი არსრულწლოვნების თანდასწრებითაც ხდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,