15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 11:59:11, 298 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე და კახა კუჭავა ახალგაზრდებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდა. გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებს დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. შეკითხვები ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, სარეკრეაციო სივრცეების და ველობილიკების მოწყობას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

გიორგი ტყემალაძემ და კახა კუჭავამ ახალგაზრდებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან ერთად, შევხვდი ახალგაზრდებს, რომელთა ხედვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, სადაც ბევრი აქტუალური საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გავეცანით ახალგაზრდების მოსაზრებებს და ჩვენის მხრივ, გავაცანით  მათ ქალაქის განვითარების ჩვენი ხედვები. ვისაუბრეთ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებისას ახალგაზრდების აქტიურობა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 შეხვედრას, რომელიც "ქართული ოცნების" ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული, პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და ნოდარ ტურძელაძე, ასევე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics