2021-09-16 10:29:18, 696 ნახვა
სამართალი
ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ნიკოლოზ კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა
ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, დღეს დილით გარდაიცვალა.
20 წლის ნიკა კვარაცხელიას ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. სავარაუდო თავდამსხმელები ამ დროისთვის მიმალულები არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,