15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 10:22:48, 795 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიისგან სამედიცინო აპარატურა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს  იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა.  - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა  და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, იაპონიის საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, შპს. კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ  110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მოწოდება უზრუნველყო.

სამედიცინო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსების მიზნით გადაეცა.

„იაპონიის მთავრობამ 110 ერთეული დეფიბრილატორი  და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფია გადმოგვცა. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ  ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

აღნიშნული აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში  მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.

„სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს  გადასცა, პაციენტების გადარჩენას ემსახურება.  COVID-19-ის დროს გულთან დაკავშირებული გართულებები ხშირია.  ეს სამედიცინო აღჭურვილობა კი  პაციენტების სიცოცხელეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდ კრიზის გადალახვაში დაეხმარება“,-ამის შესახებ იაპონიის ელჩმა  საქართველოში იმამურა აკირიმ განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics