15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 20:40:48, 514 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ასრულებს.

პროექტით დაგეგმილია: ჭაბურღილის, წყალსადაწნეო კოშკის, 50 მ3 რეზერვუარის, წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, საქლორატოროს  და სანიტარული ღობის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 207 400 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფელში შიდა დაქსელვა დღემდე არ არსებობდა, მოსახლეობა ძირითადად ჭებითა და წყაროებით სარგებლობდა.   პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა იოსებ მარღიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics