|
2021-09-15 19:20:37, 451 ნახვა
საზოგადოება
„სირცვხილია“ კობახიძის განცხადებაზე -სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია „სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არასდროს განუხორციელებია
ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.- ამის შესახებ მოძრაობა „სირცვხილიას“ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. მოძროაბის წევრების განმატებით, მასალები „სირცხვილიას“ ჯგუფმაც შეისწავლა და განმარტა რომ იქ კობახიძის განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებიები არ არის. „ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა. თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ. ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა “სირცხვილიას” გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს - გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ. თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა). “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს. მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა “სირცხვილია” იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს. დარჩით ხაზზე, პატივისცემით, მოძრაობა სირცხვილია“ წერია განცხადებაში. შეგხსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა შემდეგი ფრაზა „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ მისი თქმით, ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)