|
2021-09-15 17:57:04, 600 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა ამ თვის ბოლოს დაიწყება. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 11 სასწავლებელი, სამ ტერიტორიულ ერთეულზე - ქ.თბილისში, იმერეთსა (ქ. ქუთაისი და ქ. საჩხერე) და ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი და ქ. მარნეული). კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს და სხვა. პროგრამაში ჩართვის მიზნით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს) პროგრამის დაწყების შესახებ. დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) ან დიპლომი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3lrE0hh
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)