|
2021-09-15 16:58:23, 549 ნახვა
საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი - 2015 წლიდან დღემდე, სუს-ის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით გაიზარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2015 წელს 37 მილიონს ლარს შედაგენდა, 2021 წელს კი 137 მილიონამდე გაიზარდა- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით, სუსის ბიუჯეტო ყოველ წელს იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში თანამშრომლების რაოდენობა უცველელია და ის სტაბილურად 3 850 ადამიანს შეადგენს. „ 2015-2021 წლებში სუს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 558,998,100 ლარი დაიხარჯა. ამ წლების განმავლობაში ორგანოს დაფინანსების 70% შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა.“-წერია განცხადებში. ორგანიზაციის ცნობით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, ცხადი გახდება რომ ქვეყანაში მიყურადებისა და თვალთვალის პრობლემა კვალავ აქტიურია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში გავრცელებული ჩანაწერებიდან იწყება. „ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული, უკანონო მოსმენების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში მასობრივი კონტროლი მიმდინარეობს და ადამიანის უფლებები უმძიმესად ილახება. უკანონო ფარული მიყურადება წლებია, აქტუალური პრობლემაა. ჯერ კიდევ 2012 სექტემბერში სხვადასხვა ქსელით გავრცელდა ჩანაწერები, რომელიც მოიცავდა უკანონო ფარული მიყურადებით შეგროვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. ჩანაწერები ძირითადად 2003-2012 წლებში უკანონოდ იქნა შეგროვებული სხვადასხვა ძალოვანი უწყების მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერები მოიცავდა დაახლოებით 29,000-მდე ვიდეო და აუდიო ჩანაწერს. ბოლო 2 თვის განმავლობაში უკანონო მოსმენების შესახებ 2 ჯერ გავრცელდა ინფორმაცია. 1 აგვისტოს - მთავარი არხის ეთერში გავიდა მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ. 13 სექტემბერი - მედიამ გაავრცელა, მათი ინფორმაციით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ჩანაწერები, რომელიც, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს შეიცავს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.“-ნათქვამია განცხადებაში. „ფლანგვის დეტექტორი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებზეც ავრცელებს ინფორმაციას,რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა. სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა. „ სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” უნდა ყოფილიყო. 2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა. სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა. კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება. მიუხედავად სუს-ის თანამშრომელთა უცვლელი რაოდენობისა, უწყების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით.“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)