|
2021-09-14 22:24:29, 526 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ გველესიანი- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსასახური ავრცელებს. მათივე თქმით, მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატობის კანდიდატთან ერთად დღეს მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მოსახლეობას ვესტუმრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატი უჩა ჩუბინიძე. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია. მოსახლეობის თქმით, მთავარ პრობლემას საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა წარმოადგენს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)