06:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 12:25:54, 671 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ „ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ „ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს.

როგორც ღარიბაშვილია აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

„ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც საფუძველთა საფუძველია, ჩენი სარწმუნოების და ეკლესიის წინააღმდეგ.

„ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიცაა ეკლესია, პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად, მთელი სასულიერო პირები. ჩვენმა ბრძენმა ხალხმა კარგად იცის, როგორ ანტიეკლესიურ, ანტისახლმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას მათ მავნებლურ ანტისახლმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics