06:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 11:01:49, 610 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სუს-ის ჩანაწერებზე - გრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება გუშინ, სოციალურ ქსელში სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას, სადაც სავარაუდოდ, უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებია ასახული.

დეკანოიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება დგას სუს-ზე და უწყების ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
„სუსის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონონობის ჩამდენი.

ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი.

ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუსზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს“, - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics