06:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 20:57:30, 460 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე- ძალიან დიდი ტყუილია, რომ თითქოს, ე.წ. ცისფერის სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, არის სიცრუე.-ინფორმაციას თბილისსი მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს.

 „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ. ჩვენ არასდროს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, პირიქით ვუფრთხილდებით, ვუვლით. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

გაბაშვილის ქუჩაზე ჩვენ საბაგირო გზის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი იქნება. ინფორმაცია ე.წ. ცისფერი სახლის ნგრევის შესახებ კი, არის ტყუილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics