06:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 20:46:13, 668 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაბა ურეკის მოსახლეობას შეხვდა

„ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული" - ავთანდილ თალაკვაძე

 

„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მერობის კანდიდატი დაბა ურეკის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ ურეკში ჩვენს თანამოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გავაცანი, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული. სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მოიცავს:სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას; წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას; თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის გამართვას და ახალი ავტობუსების შემოყვანას; ურეკში ახალი სკოლის მშენებლობას; სამეწარმეო, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პროექტების მხარდაჭერას - ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; სხვა ამოცანებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics