|
2021-09-11 15:32:09, 662 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - გვაქვს ამბიციური და მასშტაბური გეგმები, როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე
ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას, სწორედ თქვენი ერთგულებით, გვერდში დგომით, ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ და გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს დღეს ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ფიქრობს და ზრუნავს მოქალაქეების გაჭირვებაზე, პრობლემებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე. „ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ვიდრე ამის თაობაზე მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი. მე ამას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილია, რომ „ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, რაც უნდა გადავჭრათ, გაათმაგებული ტემპებით მუშაობით და კიდევ უფრო მასშტაბური იდეების და რეფორმების განხორციელებით", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს რეგიონში მილიარდი ლარის 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. „თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განახლდა გზები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობის პროექტები, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც მართლაც ხელშესახებია. სერიოზული წინსვლა გვქონდა ისეთი დარგების მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის განვითარება. თუნდაც მხოლოდ ბორჯომში, ამ რეგიონში 20-ზე მეტი სასტუმრო დაფინანსდა, ამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო. ძალიან ბევრი საწარმოს შექმნა თუ გადაიარაღება განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები და ხედვები, თუ როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)