|
2021-09-10 20:44:59, 725 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - კარგად გვაქვს გააზრებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა - პანდემია, ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე და გვაქვს მასშტაბური გეგმები, როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და გავზარდოთ განვითარების მასშტაბები
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს - პანდემია, ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ ამ მიზნით გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები და ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და როგორ გავზარდოთ განვითარების მასშტაბები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. „ჩემი დავალებით შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვები ყველა სექტორის მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა. გვაქვს მკაფიოდ გააზრებული, ჩამოყალიბებული გეგმა, როგორ დავდოთ მეტი შედეგი. მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. ჩვენი მასშტაბური პროგრამები მორგებული უნდა იყოს იმ რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე, სადაც მათ განხორციელებას დავიწყებთ. ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ ძალიან წარმატებული პროგრამები, როგორებიცაა - „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ეს ძალიან კარგი დასაწყისი იყო. ჩვენი გეგმაა, გავაათმაგოთ და გავზარდოთ ამ პროგრამის მასშტაბები. გვაქვს წარმატებული პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი" - ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. „დანერგე მომავალი" - გაშენდა ათასობით ახალი ჰექტარი ხეხილის ბაღები, ვენახები. უამრავი ახალი საწარმო აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით და ჯამში დაახლოებით 1300 ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება, რაც შექმნის მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ ამ სიკეთეებს ისე გადავანაწილებთ, რომ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს მოერგოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განათლების მიმართულებით, 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია ჩატარდა თანამედროვე ევროპული სტანდარტის მიხედვით. „800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ და მომდევნო წლების განმავლობაში დავასრულებთ, ისე, რომ ჩვენმა შვილებმა განათლება უნდა მიიღონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სკოლებში. ვაშენებთ ბაღებს, ვახდენთ მათ განახლება-რეაბილიტაციას. პროფესიული განათლების მიმართულებით, ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ვაწყობთ პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურას, ვქმნით შესაბამის პირობებს იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა დავასაქმოთ, შევძინოთ ახალი უნარები იმისთვის, რომ ყველა ის პროგრამა იყოს ერთის მხრივ ათვისებული და მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები და ახალგაზრდები, რომლებმაც იციან საქმე, მუშაობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)