08:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:42:14, 617 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.-ინფრომაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიცე პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს გადაეცა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, რომელიც ააიპ „აგრო"-სა და შპს „აგრო-ქართუ"-ს მიერ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ"-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
 

"80 ჰა ფართობზე განთავსებულია ვაზის 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია; 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები, 90-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექცია, თუთის 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი ფორმის კოლექცია, გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000-მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი, მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია და სათბურ-ორანჟერიები.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მშენებლობა, სადაც შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი და ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 888 882 ლარია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics