23:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 18:43:14, 667 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის მთავრი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. -ამის შესახებ ინფორმაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ ხმის დათვლის საპილოტე პროექტს და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი წარმომადგენლობა ყურადღებით დააკვირდება  2 ოქტომბრის არჩევნებს და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სიახლის დანერგვის პროცესს, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნებისთვის გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ჩართულობა და დაკვირვება მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. იაპონიის ელჩთან მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.“-ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics