|
2021-09-09 17:41:46, 571 ნახვა
საზოგადოება
ავტოდაზღვევა ნებისმიერი ბიუჯეტისთვის
ავტოდაზღვევა ერთი მხრივ სრულიად საჭირო და სასარგებლო, მეორე მხრივ კი - არასავალდებულო სერვისია. მძღოლებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება და ზუსტად განსაზღვრა - რამდენად უღირთ რისკების წინასწარ შეფასება და მათი თავიდან არიდება. თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, პასუხი ნათელი უნდა იყოს - მხოლოდ 2020 წელს საქართველოში 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდებას კი თიბისი დაზღვევა მინიმალურ ფასად - თვეში 5 ლარიდან გთავაზობთ. თუ თქვენი ავტომობილის დაზღვევა ხელმისაწვდომ ფასად გსურთ, ამ სტატიაში ამისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას ნახავთ. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევაავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველაზე მცირე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაკრებია. მისი შეძენით დაზღვეული გექნებათ მესამე პირთა მიმართ თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თვეში 5 ლარად ანაზღაურების 5 000 ლარიან ლიმიტს მიიღებთ, თვეში 10 ლარად კი ლიმიტი 10 000 ლარამდე გაგეზრდებათ. ამ ნაკრებით დაზღვეული გექნებათ ყველა ის შემთხვევა, რომლის დროსაც თქვენი ბრალეულობით:
თუ უკვე 21 წლის ხართ, ამ ნაკრების შეძენას მარტივად, 5 წუთში შეძლებთ. თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე თავად აირჩევთ ლიმიტს, დაზღვევის დაწყების თარიღს და ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, სადაზღვევო ნაკრებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი, თქვენ მიერ მესამე პირთა მიმართ მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს. D1 დაზღვევაყველა მძღოლმა იცის, რომ ავტოავარია მანქანის მართვის ყველაზე დიდი რისკია. ამით შესაძლოა დავაზიანოთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვისი ჯანმრთელობა თუ ქონება. ამიტომაც ავტოსაგზაო შემთხვევების დაზღვევა მნიშვნელოვანია ყველა ავტომფლობელისთვის. D1 ნაკრებით თიბისი დაზღვევა ყველა სახის ავტოსაგზაო შემთხვევის დაზღვევას გთავაზობთ - ბრალეული მხარის მიუხედავად. ეს ნაკრებიც, თიბისი დაზღვევის სხვა ნაკრებების მსგავსად, ხელმისაწვდომი ფასით და მძღოლებზე მორგებული პირობებით გამოირჩევა. თვეში 30 ლარად 5 000 ლარის ანაზღაურებას შეძლებთ, თვეში 40 ლარად კი ლიმიტი 10 000 ლარად იქნება განსაზღვრული. თუ თქვენ 25 წლის ან მეტის ხართ, ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით მოიხმართ და ამავე დროს თქვენი ავტომობილი 2000 წლის ზემოთაა გამოშვებული, მაშინ ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებთ D1 ნაკრების შესაძენად. ამისათვის კი მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. ნაკრებს ვებგვერდზე შეიძენთ, რის შემდეგად დაზღვეული გექნებათ როგორც საკუთარი ავტომობილის, ასევე მესამე პირთა ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება. ავტომინიავტომინი ყველასთვის მისაღები და მოსახერხებელი ნაკრებია - აქ თავად ირჩევთ რისი დაზღვევა გსურთ. მთავარი პირობა კი ერთია - სადაზღვევო შემთხვევა თქვენი ბრალი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ყველა ნაკრები აზღვევს სხვისი ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ნაკრები განავრცოთ და დაამატოთ ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმის და ქურდობის შემთხვევების დაზღვევა, საქარე მინის დაზღვევა და სტიქიური მოვლენებით, მათ შორის სეტყვით და მიწისძვრით მიყენებული შემთხვევების დაზღვევა. ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა, რაც მისი დიდი უპირატესობაა - ყველა სადაზღვევო შემთხვევა თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე, ლიმიტის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება. მის შესაძენად კი სულ 2 მარტივი პირობა არსებობს - უნდა იყოთ 21-დან 65 წლამდე და ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით იყენებდეთ. ანაზღაურების ლიმიტი დამოკიდებულია თქვენი მანქანის გამოშვების წელსა და ძარის ტიპზე, რაც შესაძლოა იყოს 5 000₾, 10 000₾ ან 20 000₾. ამ ნაკრების შეძენასაც დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. სრული დაზღვევათიბისი დაზღვევის კიდევ ერთი ნაკრები სრული ავტოდაზღვევაა. ის სრული კომფორტით და სრულყოფილი პირობებით გამოირჩევა. ამ ნაკრებით დაზღვეული გექნებათ ყველა მნიშვნელოვანი რისკი, რაც ავტომობილს აზიანებს. რისკების დაფარვის გარდა კი დამატებით უამრავ საჭირო შემოთავაზებას და საჩუქარს მიიღებთ. სრული ავტოდაზღვევა აგინაზღაურებთ ავტოავარიას, ქურდობას, ძარცვა-ყაჩაღობას, ვანდალიზმს, სტიქიური მოვლენებით და საგნებით დაცემით მიყენებულ ზიანს. ამ ნაკრებით აზღვევთ ავტოავარიის შემთხვევაში მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებასაც, ასევე მესამე პირის ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანებას. რაც შეეხება დამატებით საჩუქრებს, ეს ყველა მძღოლისთვის საჭირო სერვისებია - 24 საათიანი ავტოტექნიკური დახმარება გზებზე, რაც გულისხმობს ევაკუატორის მომსახურებას, საწვავის ადგილზე მიტანას, საბურავის გამოცვლას და ავტომობილის დაქოქვას. ყველა დაზღვეული კი შეძლებს დიდი ფასდაკლებით ისარგებლოს პარტნიორ ავტოსერვისის ცენტრებსა და სამრეცხაოებში. სრული ავტო დაზვევის ნაკრების შეძენასაც ვებგვერდზე შეძლებთ. სულ რამდენიმე წუთში კი თქვენი ავტომობილი საქართველოში ავტოდაზღვევის მიმართულებით N1 სადაზღვევო კოპანიაში გექნებათ დაზღვეული,რაც მეტი სანდოობის, მეტი შესაძლებლობების გარანტია. თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის მსურველებს განსხვავებული ფასის და მაქსიმალურად მძღოლზე ორიენტირებული პირობების მქონე სხვადასხვა სახის ავტოდაზღვევას სთავაზობს. გადაწყვეტილების მისაღებად აუჩქარებლად გაეცანით მათ პირობებს და მოარგეთ თქვენი სურვილები თქვენს ბიუჯეტს.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)