|
2021-09-09 16:21:55, 566 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიაში მსოფლიო ტურიზმის მაღალი რანგის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალური კონფერენცია პორტუგალიაში ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის მინისტერიალი, რომელზეც მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების - ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებთან ერთად, მოხსენებას გააკეთებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. -ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები განიხილება. კონფერენცია გახსნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მე-5 კონფერენციაში მონაწილეობით მოხდება საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყნის, მეტი პოპულარიზება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მაღალი რანგის მინისტერიალში, სადაც ვისაუბრებთ საქართველოს ღვინის კულტურის, ღვინის ტურიზმის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან, რომლის დროსაც ვიმსჯელებთ, როგორ შევძლოთ, კოვიდ 19-ის მიუხედავად, ერთობლივი ძალებით ჩვენი ქვეყნების ტურიზმისა და ავიაციის სექტორების განვითარება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, „მაღალი რანგის კონფერენციასა და მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა წამყვანი ქვეყნების ძალიან ღირებული გამოცდილება გავიზიაროთ ღვინის ტურიზმის მდგრადი და ეფექტური განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, წინაპირობას წარმოადგენს საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ტურიზმის ღვინის რუკაზე.""-ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)