01:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 10:41:58, 343 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

სხდომა  ონლაინ ფორმატში, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებზე იმსჯელა.

ასევე, განიხილეს მედიით გავრცელებული საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენტური უწყებებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ამ ფაქტების მიმართ გატარებული პრევენციული ღონისძიებების და რეაგირებების შესახებ. პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

სხდომაზე 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის შესახებაც იმსჯელეს.  მემორანდუმის ინიციატორია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), ხოლო დოკუმენტის  ხელმომწერი მხარეები არიან როგორც ცესკო და სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც აღინიშნა, გაგრძელდება მუშაობა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებების სწორი ინტერპრეტაციისთვის - შემუშავდება რეკომენდაციები და დაეგზავნება შესაბამის უწყებებს შესასრულებლად.

კომისიის სხდომები მომდევნო კვირიდან ინტენსიურ (ერთკვირიან) რეჟიმზე გადავა.

კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,  პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics