|
2021-09-08 20:31:19, 453 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. -ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრისას მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. "აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, ისევე, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. „გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია. „თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანიების მიერ დღემდე საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შერთებული შტატები ტრადიციულად ლიდერობს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. "კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორებიარიან. შეხვდრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია და ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი მელორ წიფურია."-ნათქვამია განცხადებაში
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)