2021-09-08 18:12:58, 614 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს. აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.-ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.“-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),