01:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 16:46:25, 576 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენას დაესწრო.

კომპანია „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი" 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ჯამში „აუთლეტ ვილიჯში" 110 ბრენდი განთავსდება.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც საუკეთესო ევროპული სტანდარტებით, ევროპულ მაგალითებზე დაყრდნობით აშენდება და არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს.

„საქართველოში ასეთი მსხვილი, 70 მილიონი ლარის ინვესტიციის მქონე პროექტის  განხორციელება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვაჭრობის დარგისთვის. მეორე და მნიშვნელოვანი, ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა - იცით, რომ ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს, რასაც მოჰყვება ქვეყანაში კვლავინდებურად ათასობით ტურისტის შემოსვლა, რომელთაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად, სასიამოვნო გარემოში შოპინგის საშუალებაც მიეცემათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics