|
2021-09-08 13:44:02, 571 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინაა შესაძლებელი. ბილაინის eSIM-ის გააქტიურების პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია. კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის. eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ. eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება, შესაბამისად აბონენტებს ერთდროულად ორი ნომრით სარგებლობა შეუძლიათ. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე. „მოხარული ვარ, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტა eSIM -ის სახით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ნებისმიერ დროს, სმარტფონზე თავად გაიაქტიურონ ახალი სიმ ბარათი ან eSIM -ით შეცვალონ უკვე არსებული. ბილაინის მიზანია ყოველთვის მიაწოდოს მომხმარებელს საუკეთესო ციფრული პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც უმარტივებენ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და მათ მიღებას რეალურ დროში, როგორც და სადაც არ უნდა ჭირდებოდეთ“ - ამბობს ბილაინის გენერალური დირექტორი, ლაშა ტაბიძე.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)