2021-09-06 14:24:52, 442 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.-ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენობას კაპიტალური რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს.
"გარდა ამისა იგეგმება ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის პირველ სართულზე პოეტის შვილის- ზაზა ხალვაშის კინოსტუდიის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინტერნეტით. სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული."-ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),