18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 13:36:49, 413 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა,  სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.
ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებითვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა.  
ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული სტრატეგიის შესაბამისად, ექსპორტიორი კომპანიებისათვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისათვის. ეს კომპანიებს სტიმულს მისცემს  დამატებითი სახსრების ინვესტირების და არსებული გადამამუშავებელი სიმძლავრეების გასაზრდელად, მეტ შესაძლებლობას შეუქმნის  ახალ პარტნიორებთან დასაკავშირებლად, რაც უმნიშვნელოვანესია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.
პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა მოიცავს ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ, ასევე სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს,  გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებს, სოციალურ ქსელებში რეკლამირებას და ა.შ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics