|
2021-09-06 11:42:53, 296 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა
6 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში 30,000 მ2 ფართობზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 27,355,000 ლარს შეადგენს.
„ტრანსმშენი“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა. ამჟამად კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 1929 წლიდან მოყოლებული, „ტრანსმშენს“ 1,200,000 მ2 ფართობზე არაერთი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა აქვს განხორციელებული, მათ შორის: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.
„საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ თანამშრომლობა უკვე 15 წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის - იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს სოციალურ პროექტებში უშუალო ჩართულობა, ვინაიდან ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერაა - პროექტების, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
„კომპანია „ტრანსმშენი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მსგავსი სოციალური დანიშნულების პროექტების განხორციელებაში. გარდა აღნიშნული პროექტისა, ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმატებით განახორციელა 680 ბინის დასრულებული რემონტით მშენებლობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა კომპანია "ტრანსმშენის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ.
ინფორმაციისთვის, „ტრანსმშენი“ მრავალფეროვან სერვისს შემდეგი მიმართულებებით უზრუნველყოფს: • საინჟინრო სამუშაოების წარმოება; • საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა; • სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა; • ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა; • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა; • სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა; • საინჟინრო სისტემების მშენებლობა;
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)