2021-09-06 11:14:34, 418 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა
ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მათი ცნობით, მეზღვაური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ქართველ მეზღვაურთან ერთად გარდაცვლილია ორი თურქი მეზღვაურიც.
"საქართველოს მოქალაქე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ესპანეთში. გადმოსვენების პროცედურებს ახორციელებს სადაზღვეო კომპანია", - ამბობენ სამინისტროში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,