06:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-05 21:23:36, 450 ნახვა

საზოგადოება
ხარვეზი აღმოფხვრილია - ჯორჯიან ეარვეისის განმარტება

ხარვეზი აღმოფხვრილია და თვითმფრინავი რეისს უახლოეს პერიოდში განახორციელებს, - "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი-ვენის რეისის შესრულებისას, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან აფრინდა, პილოტს, თემურ თოლომაშვილს მიეცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა. რის შემდეგაც მან საწვავი დაცალა და აეროპორტში დაეშვა. ცნობილია, რომ ბორტზე 182 ადამიანი იმყოფებოდა.

"ჯორჯიან ეარვეისის" რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება, მიმდინარეობს ახლა უკვე შესაბამისი პროცედურები. მგზავრთა ჩასხდომა დაიწყება უახლოეს პერიოდში და თვითმფრინავი განახორციელებს თბილისი-ვენა რეისს. რა მოხდა - მოხდა ტექნიკური გაუმართაობა, ეს არ არის რაღაც სერიოზული დარღვევა, ან სერიოზული პრობლემა თვითმფრინავისთვის, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. როდესაც აფრინდა ბორტზე, ხომალდმეთაურს სიგნალი მიეცა რომ შასი არ დაიხურა, ხომალდის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავი დაესვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გამოეძახებინა ჩვენი შესაბამისი ექსპერტები. ჩაეტარებინა შემოწმება. ენახა რა ხარვეზია და ამის შემდგომ განეხორციელებინა რეისი. ხომალდის მეთაურმა თავისი მოვალეუოაბ უმაღლეს დონეზე შეასრულა. დახარჯა საავიაციო საწვავი მიიყვანა თვითმფრინავი იქამდე რომ დასაჯდომად ყოფილიყო უსაფრთხო. შემოწმდა თვითმფრინავი. სრულ მზადყოფნაშია რომ რეისი განახორციელოს, - ამბობს ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics