2021-09-05 11:01:10, 2035 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 025 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 263 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 762 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768.
ავტორი: ექსპრესნიუსი,