07:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 14:08:53, 513 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება

რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების.

,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მატება, ასევე იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ. დაავადების 80%-ში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, მაგრამ აქედან 15-20%-ში ხდება დაავადების პროგრესირება, პროგრესირების შემთხვევაში ეს უნდა შეფასდეს სწორად და პროგრესირების პროცესში, სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ეს არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უმეტეს ნაწილში ეს არის დაავადების პროგრესირება . ბუნებრივია, ერთეული შემთხვევები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის იქნება, რაც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს როგორც საწოლების რაოდენობაზე, ასევე თვითონ პაციენტზე და მისი მდგომარეობის შეფასებაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics