07:40 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 14:22:36, 378 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა  გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრეს და აღინიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით,  გარდაცვალების შემთხვევები  კვლავ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში.  გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა.  სწორედ ამიტომ, მინისტრმა ხაზგასმით  60 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში - 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წელს ზემოთ პირებისთვის დაინფიცირების რისკი არის, თითქმის 95%.  ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ“, - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

3 სექტემბრის  მონაცემებით , საქართველოში  1 259 391 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics