09:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 13:06:17, 522 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის და ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM). 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-უკრაინის პლატფორმის მეშვეობით საქართველო აქტიურად გადის კონსულტაციებს ჰიბრიდული ომის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. 

დღეს, ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics