|
2021-09-03 12:44:58, 400 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი რესურსის მობილიზება ოპოზიციური არხებისა და „ნაცმოძრაობის" მიერ შექმნილი დესტრუქციული დღის წესრიგის მშვიდად და მტკიცედ შევცვლაზე უნდა მოვახდინოთ
ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად; ეს ასეც იქნება, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული მმართველობა და განვითარება. „მომდევნო წლების განმავლობაში, ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი, მოგეხსენებათ, რომ აღარ იქნება არჩევნები და ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსით მოვახდინოთ მობილიზება მხოლოდ განვითარებაზე, მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული ნარატივი და დღის წესრიგი, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ოპოზიციური არხების მიერ და რეალურად, დესტრუქციული ძალის, „ნაცმოძრაობის" მიერ, ნელ-ნელა, მშვიდად, მტკიცედ უნდა შევცვალოთ და მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ რეალური საქმე. დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს არის გამოწვევა და ამაზე უნდა მოვახდინოთ მთელი რესურსების მობილიზება და კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)