|
2021-09-03 10:59:13, 294 ნახვა
საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ნუკრიანში მცირე მეწარმეებს და ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან საჭიროებები მოისმინა და მათ სოფლის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. „სასიამოვნოა, რომ შეხვედრებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები. მოქალაქეთა და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობა სოფლის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ნუკრიანს როგორც აგროტურიზმის, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით პროგრესისთვის ფართო პოტენციალი გააჩნია. სწორედ, ადგილობრივებთან შეთანხმებით და მათი ჩართულობით განვიხილავთ ნუკრიანის განვითარების კონცეფციას და შემდგომ ნაბიჯებს შევიმუშავებთ,“-განაცხადა მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)