09:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 20:25:29, 462 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში იმუნიზაციის პროცესი ყოველდღიურად ფართოვდება

აჭარაში იმუნიზაციის პროცესი ყოველდღიურად ფართოვდება. Covid-19-ის ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის მიზნით ახალი სივრცე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კოლეჯ "ახალი ტალღას" შენობაში გაიხსნა. აქ მოქალაქეებს აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.-ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაციის ახალი სივრცე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელთან, გვანცა გასვიანთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მიარიან ქათამაძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად მოინახულა.

"აჭარაში იმუნიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას, აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სივრცე, სადაც აცრისთვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო ქობულეთში გავხსენით. აქ მოქალაქეებს ვაქცინაცია ფაიზერით და სინივაკით შეუძლიათ. "ახალი ტალღის" შენობაში იმუნიზაციის კაბინეტი მოწყობილია სტანდარტების სრული დაცვით. მოქალაქეებს მომსახურების მიღება 10:00-დან 17:00 საათამდე შეუძლიათ. მე მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივ მოსახლეობას და ქობულეთში მყოფ დამსვენებლებს, ისარგებლონ იმუნიზაციის ახალი სივრცით და დროულად ჩაიატარონ ვაქცინაცია", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია წინასწარი შავშნის მეშვეობით შესაძლებელია "ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა" და "ქობულეთის ევექსის ჰისპიტალში". პერიოდულად ვაქცინაცია ტარდება ქობულეთის სასოფლო საექიმო ამბულატორიებში.

დღემდე აჭარაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 149 341 დოზა ვაქცინა. ორი დოზით აცრილია 49 234 მოქალაქე, რაც მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებლზე ასე ნაწილდება, ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 28,4%, ორი დოზით აცრილია 14%."-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics