|
2021-09-02 17:29:16, 343 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს. მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)