|
2021-09-02 16:36:41, 426 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის შემდეგ სამხედროებს ბინები ქალაქ გორში გადაეცათ
სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.-ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსებთან მოეწყო შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია. |ახალმოსახელეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გორში ბინების გადაცემამდე, 31 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი საცხოვრებელი ფართები თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გადასცეს. ბინები 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შორის კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა. თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება 2007 წელს აიღო. ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ ახალი საცხოვრებელი ბინით 2000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყო, რითაც უწყებამ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)