|
2021-09-02 14:03:18, 428 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - ზესტაფონის, როგორც ინდუსტრიული ცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება
"ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი, დღეს მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, სადაც ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთია, მეოთხე მონაკვეთს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ზესტაფონი განიტვირთოს მოძრაობისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რომ ეს მონაკვეთიც ეტაპობრივად დავაჩქაროთ და უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,"ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენაზე. მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ახსნა მისი გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზები-შეიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. მისი თქმით, 324 კმ მაგისტრალური გზა აშენდება უკვე 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის 760 კმ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის იქნება დასრულებული, რაც თავის მხრივ ქვეყანას სრულიად სხვა ინფრასტრუქტურულ სიბრტყეში გადაიყვანს, მოგვცემს ტურიზმის, ახალი მიზიდულობის ცენტრების, ინდუსტრიის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. "რაც შეეხება წყალს, ამჟამად 150 მდებარეობაზე მიმდინარეობს ჩვენი პროექტები წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის. 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ცენტრალიზებული წყალმომარაგება აქამდე არ ჰქონია. ზესტაფონი დაწინაურებულია ამ მიმართულებით. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ზესტაფონს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)