09:37 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 12:58:46, 385 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისში, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით კიდევ 6 ლოკაციაზე განთავსდა

დღეიდან, აცრის მსურველებს   სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება,  თბილისში დამატებით 6  სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის  გარდა, მოქალაქეები  ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:

  • საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
  • გლდანი - სითი მოლი  – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
  • სამგორი - ისთ  ფოინთი  - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)
  • სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
  • ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
  • მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

თბილისის  გარდა,   ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები  მოეწყო ქ. რუსთავშიც.

  • ჭყონდიდელის  დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი  მადაგონის წინ).
  • მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე  საშუალო  სკოლის წინ.
  • მე-19 მკ/რნ,  აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის

წინ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები  ყოველდღე  10:00-დან  – 20:000-მდე იმუშავებენ:

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ახალი პროექტი "ავიცრათ ერთმანეთისთვის” ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის  ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics